რეზონანსი
17.10.2023

ამ დილით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მეოთხე კლასელმა ვარდნის შედეგად დაზიანებები მიიღო - ბავშვმა გაიტეხა თავი, მოტეხილი აქვს ხელები. მოსწავლე მომხდარიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადახტომა და სახლში ამ ფორმით წასვლა "გადაწყვიტა". 

მომხდარის შემდეგ სკოლამ პოლიცია გამოიძახა, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მოზარდი ამ დროისთვის სახლში იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×