რეზონანსი
17.10.2023

ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ძალოვანი უწყებებისთვის საპენსიო სისტემა დარეგულირდება. ეს იყო სტატიკური და ჩაკეტილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან გაიღონ საკუთარი სიცოცხლე, მთავრობის მხრიდან სათანადოდ უნდა იყვნენ დაფასებული.

„მინდა ვთქვა, რომ ვმუშაობთ, რათა ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული. იცით, რომ სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის, სპეცსამსახურებისთვის არაერთი წამოწყება, ინიციატივა განვახორციელეთ. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 50%-ით გაეზარდათ ხელფასი. ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საპენსიო, სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის დარეგულირდება. ეს იყო სტატიკური და ჩაკეტილი. ძალიან მალე გამოვაცხადებ ამ გადაწყვეტილებას.

იცით, რომ დაწყებული გვაქვს ჩვენი სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იქნება ეს ბინების მშენებლობა, თუ სხვა სოციალური გარანტიები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან გაიღონ საკუთარი სიცოცხლე, მთავრობის მხრიდან სათანადოდ იყვნენ დაფასებული", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×