რეზონანსი
17.10.2023

„ჰამასმა" ისრაელელი მძევლის მონაწილეობით პირველი ვიდეო გამოაქვეყნა. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იტყობინება.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ახალგაზრდა ქალს ხელზე სახვევს უკეთებენ. ამის შემდეგ ქალი ამბობს, რომ ის არის 21 წლის მია შემი და ახლა ღაზაში იმყოფება.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, მია შემი „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორის საზღვართან მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს. მათივე ცნობით, მია შემს ისრაელისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ქალის მეგობრებმა და ნათესავებმა დაადასტურეს, რომ ვიდეოში ნამდვილად მია შემია.

მია შემი ასევე ჰყვება, რომ მას 3-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ის აუცილებელ მედიკამენტებს იღებს.

„გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დამაბრუნოთ სახლში, ჩემს ოჯახთან, მშობლებთან, ძმებთან და დებთან", - ამბობს ვიდეოში მია შემი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×