რეზონანსი
16.10.2023

პრეზიდენტმა ამ ქვეყნის მმართველობის ფორმა არ აღიარა, არ აღიარა საქართველოს კონსტიტუცია და შეფუთული, ვითომ ევროპული მიზეზით კონსტიტუცია მაინც დაარღვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტს აღარ აქვს ლეგიტიმაცია, არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი,და პრეზიდენტად იმიტომ რჩება, „ნაცები" მას მხარს უჭერენ კონსტიტუციის დარღვევაში და მისი თანამონაწილეები ხდებიან. ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიუხედავად იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტის თანამზრახველი ხდება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის იმპიჩმენტს ყველა მხარს უჭერს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა, რომ არ გადადგება.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×