რეზონანსი
16.10.2023

ისრაელი „ღირებულებებისთვის" ომს მოიგებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს იქნება ხანგრძლივი ომი, საფასური მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ ისრაელისთვის, ებრაელი ხალხისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებისაც ორივე ქვეყანას სჯერა", - განუცხადა გალანტმა ჟურნალისტებს.

თელ-ავივში გალანტთან საუბრისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელს „ყოველთვის ექნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა".

ბლინკენი ისრაელიდან აშშ-ში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა გეგმები შეიცვალა და ახლა იგი ამანში, იორდანიის დედაქალაში გაემგზავრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×