რეზონანსი
16.10.2023

ნიკა გვარამიას იმხელა და იმ დონის განათლება მაინც აქვს, რომ არა მისი ქვეცნობიერი, ეთქვა, რომ მოსამართლე იქედან მხოლოდ სამი არის. როდესაც ის ამბობს, რომ სამი მოსამართლე გვყავს, ეს მის პოზიციას ყიდის, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის" ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

„შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებით და გვარებით ლაპარაკობდნენ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს დააფიქსირებდნენ. ამ დრომდე, რომ განსხვავებული პოზიცია არ არის, ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან მე, როგორც იურისტს ვერ წარმომადგენელი რა უნდა ჩაწერონ განსხვავებულ პოზიციაში. თუ ნიკა გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, ისინი ეტყობა მათ თხოვენ განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი იყოს დასკვნის სახით ჩაწერილი, რომ თითქოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს იურისტმა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×