რეზონანსი
16.10.2023

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც ამ საკითხის კენჭისყრა იქნება, კი ბატონო ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში მაინც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ თავიანთი არგუმენტები, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის, იმ რელევანტური და სწორი პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი და უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. აქ ძალიან საინტერესო იქნება მათი საპირისპირო არგუმენტები. სავარაუდოდ ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, რომ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში. კი ბატონო, არ შემოვიდნენ, ერთმანეთს არ ენდობიან და ელემენტარული ნდობა არ აქვთ ერთმანეთის, ნუ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში. მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×