რეზონანსი
16.10.2023

პრეზიდენტმა კონსტიტუცია რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის" იმედით დაარღვია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ამ პროცესმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეს განცდა უნდა ჰქონდეს, რომ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, იქ დახვდებიან ის მოსამართლეები, ვინც კონსტიტუციის შესაბამისად მათ ინტერესებს დაიცავენ. ვინც კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგნენ, კონსტიტუციური წესრიგი დაიცვეს და სამართლებრივად კონსტიტუციის დარღვევა გააფორმეს.

ჩვენი მიზანი იყო, ვინც კონსტიტუციას და მის დადებულ ფიცს უღალატა, სამართლებრივად კონსტიტუციის დარმღვევად გაფორმებულიყო. პრეზიდენტმა კონსტიტუცია რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის" იმედით დაარღვია. პარტიას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ ჰყავდა გამოცხადებული და რეზიდენტს უწოდებდა, დღეს სწორედ იმის გამო, რომ მათ პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, მათი დაცვის ქვეშ მყოფი იქნება. ეს არის კატასტროფა და ამის ლუსტრაცია მოხდება",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×