რეზონანსი
16.10.2023

არის მცდელობა წარმოაჩინონ, თითქოს იმპიჩმენტის პროცესი შეიძლება გახდეს ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე რაღაც შემაფერხებელი ფაქტორი და სპეკულაციებს აქვს ადგილი. ამ პროცესის პოლიტიკურად სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. არანაირად. ეს არის ჩვეულებრივი, ჯანსაღი, სამართლებრივი, კონსტიტუციური პროცესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ამ პროცესს სამი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ადევნებდა საზოგადოება თვალს და როდესაც კონსტიტუცია ირღვევა ბუნებრივია მას უნდა მოჰყვეს რეაგირება. არ შეიძლება ეს დემოკრატიული პროცესი რამენაირად დამაბრკოლებელი იყოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ საერთოდ სხდომაზე არ შევალთ და კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობასო. რამდენად შეურაცხმყოფელია მათი ეს დამოკიდებულება თავიანთი ფრაქციის წევრების მიმართ. როგორც ჩანს ფრაქციის ხელმძღვანელობა უკრძალავს ფრაქციის წევრებს სხდომის დარბაზში შესვლას, ალბათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ენდობიან თავიანთი ფრაქციის წევრებს. სხვა რა შეიძლება იფიქრო", - განმარტა გიორგი კახიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×