რეზონანსი
16.10.2023

პროცესი იყო სრულიად საჯარო, გამჭვირვალე და, ვფიქრობ, რომ 3 დღის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ ეთერში გადიოდა პროცესი დილიდან საღამომდე, საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა სამართლებრივი პროცესი, - ამის შესახებ გიორგი კახიანმა „ქრონიკაში" საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რთულად წარმოსადგენი არ იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვებოდა, თუმცა ეს შეფასებები უსაფუძვლოა.

„არა მგონია, რომ რომელიმე ჩვენი ოპონენტი დადგეს და სამართლებრივად დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, იმიტომ რომ უბრალოდ აბსურდში შემოვლენ. ბუნებრივია, ამ ნაწილში ისინი არც არანაირ შეფასებებს არ გააკეთებენ. ერთადერთი რაც მათ დარჩენიათ არის პოლიტიკური სპეკულაციები. ალბათ, ახლა იტყვიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი. როგორ არ იყო დამოუკიდებელი? საზოგადოებამ ხომ ეს პროცესი თავისი თვალით ნახა. საჯაროობა და გამჭვირვალობა არის გარანტია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×