რეზონანსი
16.10.2023

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, 9 მო­სა­მარ­თლი­დან 6 მო­სა­მარ­თლის მხარ­და­ჭე­რა აქვს.

რო­გორც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მე­რაბ ტუ­რა­ვამ დას­კვნის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა სამ­მა მო­სა­მარ­თლემ. კერ­ძოდ, ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 2023 წლის 31 აგ­ვის­ტოს, 1-ელ და 6 სექ­ტემ­ბერს სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის დროს, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სფე­რო­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რი­თაც და­არ­ღვია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის, 1-ელ მუხ­ლის „ა" ქვე­პუნ­ქტის და­ნა­წე­სი. სა­სა­მარ­თლო ას­კვნის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვას. დას­კვნა ძა­ლა­შია სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მო­მენ­ტი­დან. დას­კვნა სა­ბო­ლო­ოა და გა­სა­ჩივ­რე­ბას ან გა­და­სინ­ჯვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. დას­კვნას და­ერ­თოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძი­სა და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­შის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ ევ­რო­პა­ში, მთავ­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გამო, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×