რეზონანსი
16.10.2023

ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს, რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია და საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითიც „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სტატუსს გამოეხმაურა.

„რადგან გვარამია წერს, სამი მოსამართლე გვყავსო (!), დიდი შანსია, იმ სამ მოსამართლეს უბრალოდ განსხვავებული აზრი კი არ ჰქონდეს გამოთქმული, არამედ კიდევ უფრო მძიმედ შეელახათ საკუთარი პროფესიული „რეპუტაცია" და ნათქვამი ჰქონდეთ - დარღვევა საერთოდ არ არისო. ვნახოთ, დაველოდოთ. ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს: 1. რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია; 2. რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს", - წერს იონათამიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ 3 მოსამართლე - ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში წავიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×