რეზონანსი
16.10.2023

ომი დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით და მან ეს ომი წააგო, იმიტომ, რომ გაიმარჯვა სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობამ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, დააზიანებს თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტისთვის „ომის გამოცხადება" ევროპაში ვიზიტების გამო.

კობახიძის განმარტებით, ევროპა მთავრდება იქ, სადაც კონსტიტუციის უზენაესობაზე ვინმე თვალს დახუჭავს, შესაბამისად, ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის რეაგირების გარეშე დატოვება, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

„ევროპა ნიშნავს სწორედ სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობას და არა იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა. სადაც შენ თვალს დახუჭავ კონსტიტუციის უზენაესობაზე, იქ მთავრდება ევროპა. ჩვენ არავითარი უფლება არ გვქონდა, თვალი დაგვეხუჭა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი უპასუხისმგებლობა არა მარტო კონსტიტუციის, არამედ ჩვენი ევროპული გზის მიმართაც." - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×