რეზონანსი
13.10.2023

უნგრეთი საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ევროპულ არენაზე საქართველოს ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც აცხადებს, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ერთი წლის წინ საქართველომ არ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ იმდენად პოზიტიური და დამაიმედებელი გზავნილები მოვისმინეთ თბილისში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან, რომ ევროპული მომავლის კუთხით პერსპექტიული მნიშვნელობის გზავნილებმა კიდევ უფრო მეტად გამართა ეს გზა კანდიდატის სტატუსისკენ. უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც უპირობოდ აცხადებს, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღო. ეს იყო დაუმსახურებელი მიდგომა და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრება დაიწყოს ევროპულ ოჯახში. ცხადია, ეს სტატუსის მინიჭებით უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, მას უნდა მოჰყვეს მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მთელი მინისტრთა კაბინეტი იყო საქართველოში ჩამოსული და ჩვენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებზეც უნდა ვისაუბროთ. მან პირდაპირ დაასახელა მიზეზი გეოპოლიტიკურ ჭრილში განხილული, თუ რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომ არ შეცდეს ევროკავშირი და სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და მეორე მხრივ, საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×