რეზონანსი
13.10.2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ „ქრონიკაში"„აბრეშუმის გზის ფორუმზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება.

„აბრეშუმის გზის ფორუმი" იმართება უკვე მეოთხედ. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გვქონდა ეს ტრადიცია 2015 წლიდან მოყოლებული, თუმცა გარკვეულწილად, პანდემიის შემდეგ მოგვიწია პაუზის აღება. წელს პანდემიის შემდეგ პირველად იმართება ასეთი მასშტაბური ღონისძიება, 2რომელსაც 26 - 27 ოქტომბერს საქართველო უმასპინძლებს. 2000-მდე სტუმარს ვმასპინძლობთ 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი", - აღნიშნა არველაძემ.

მისი თქმით, ახალმა რეალობამ, რომელიც ჩამოყალიბდა რეგიონში, გარკვეული შესაძლებლობები გააჩინა საქართველოსთვის.

„უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიამ რუსეთის მხრიდან და ახალმა რეალობამ, რომელიც ჩამოყალიბდა რეგიონში, გარკვეული შესაძლებლობები გააჩინა საქართველოსთვის, რომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი, როგორც ჰაბის როლი და „შუა დერეფანი" ამ მხრივ ხდება უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ ერთმანეთთან აზიასა და ევროპას შორის. შესაბამისად, „შუა დერეფანი" ხდება უფრო მეტად ყურადღების ცენტრში და აღნიშნული ფორუმი დაეთმობა ზუსტად ამ დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას და ამ კუთხით უფრო მეტ ჩართულობას და გადასადგმელ ნაბიჯებს ქვეყნების მიმართ როგორც პოლიტიკის მიმართულებით, ასევე კერძო სექტორების მხრიდან თუ რა ინიციატივები არსებობს და რა არის გასაკეთებელი იმ მხრივ, რომ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×