რეზონანსი
13.10.2023

ახლა უპატიებელის გასამართლებლად, ნეიტრალიტეტის ან მცდარი ეკვივალენტურობის დრო არ არის, - ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პენტაგონი მზად არის, ისრაელისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გასაწევად.

„მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი ჯერალდ ფორდი ახლა რეგიონშია. ჩვენ გავზარდეთ ავიაგამანადგურებლების ესკადრონი ახლო აღმოსავლეთში და თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, დამატებითი აქტივების განსათავსებლად. ასე რომ, არ შეცდეთ, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად სჭირდება. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ახლა უპატიებელის გასამართლებლად, ნეიტრალიტეტის ან მცდარი ეკვივალენტურობის დრო არ არის", - განაცხადა ოსტინმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×