რეზონანსი
13.10.2023

ეს ტრაგიკომიკური სუბიექტი მაოცებს, თან არც თუ ისე იშვიათად. მისი მცირე, მაგრამ მავნებლური აზროვნებით, თუ ვინმემ თუნდაც სრულიად ლეგიტიმურად ერთი შეკითხვა დასვა, ან უბრალოდ არ დაეთანხმა ამერიკელს ან ევროპელს, ის ავტომატურად „ჰამასის“ ან „ჰესბოლას“ მხარდამჭერია - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, პაატა მანჯგალაძეს, საბჭოთა პერიოდში, რომ ეცხოვრა რიგითი რუსი კომუნისტის გამკრიტიკებლის დახვრეტას მოითხოვდა ალბათ, შაჰსა და სულთანსაც ვერ მოესწრო, თორემ ფეხების დაბანას ხომ ვერავინ დაასწრებდა, მით უფრო ხალათითაც თუ იქნებოდა შემოსილი.

„ეს ტრაგიკომიკური სუბიექტი მაოცებს, თან არც თუ ისე იშვიათად. მისი მცირე, მაგრამ მავნებლური აზროვნებით, თუ ვინმემ თუნდაც სრულიად ლეგიტიმურად ერთი შეკითხვა დასვა, ან უბრალოდ არ დაეთანხმა ამერიკელს ან ევროპელს, ის ავტომატურად „ჰამასის“ ან „ჰესბოლას“ მხარდამჭერია, ხოლო თუ ცალ ფეხზე იხტუნებ იგივე ამერიკელისა თუ ევროპელის წინ ავტომატურად პროდასავლელი ხდები? აი, სად აქვს ჩვენ ქვეყანას ყველაზე დიდი გამოწვევა- უცხოელების მიმართ მონური აზროვნების პოლიტიკოსების პოლიტიკაში ყოფნა და მასმედიის მიერ მათ მავნებლურ-ტუტუცური აზრების გავრცელება.

ამ ყოვლად უღირსს, ოთხკუთხედთავიანს საბჭოთა პერიოდში, რომ ეცხოვრა რიგითი რუსი კომუნისტის გამკრიტიკებლის დახვრეტას მოითხოვდა ალბათ, შაჰსა და სულთანსაც ვერ მოესწრო, თორემ ფეხების დაბანას ხომ ვერავინ დაასწრებდა, მით უფრო ხალათითაც თუ იქნებოდა შემოსილი.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×