რეზონანსი
13.10.2023

ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტები ისრაელში ჩავიდნენ. ვიზიტის მიზანია სოლიდარობის დაფიქსირება, მხარდაჭერა და დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგება.

„ჩავედი ისრაელში, რათა ისრაელელებს გამოვუცხადო ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა, „ჰამასის" საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რობერტა მეცოლას თქმით, ტერორი არ გაიმარჯვებს. „ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ „ჰამასი", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×