რეზონანსი
13.10.2023

ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, თითქოს ელჩმა დატოვა ისრაელი. ქვეყნიდან გასვლის არავითარი მიზეზი არ გვაქვს, აქ ვართ და სხვაგვარად არც იქნება, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საელჩოს ყველა თანამშრომელი, მეშვიდე დღეა, სადღეღამისო რეჟიმში უშაობს.

„ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა „ჯორჯიან ეარვეისთან" მუშაობს დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე.

დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

მშვიდობიან დღეს ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და ყველა აქ მცხოვრებს.

შეგახსენებთ, ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს. თუ ვერ გამოდის ხაზი, კვლავ სცადეთ ან მოიწერეთ სმს, ასევე ვოთსაფზე. დაგიბრუნდებიან. თუ ასეც ვერ ახერხებთ, დაწერეთ თქვენი ტელეფონი აქ, კომენტარში და დაგიკავშირდებით.

+972 526 919092;

+972 528 888513;

+972 547 386813;

+972 526 494293

ნუ შეშინდებით, გაივლის ეს რთული პერიოდი და ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ლაშა ჟვანია.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×