რეზონანსი
13.10.2023

14 წლის გო­გო­ნას, აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მა­მას, ისა შახ­მა­როვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

მა­მა­კა­ცი რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში ჩვე­ნე­ბას გუ­შინ, თით­ქმის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აძ­ლევ­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის გან­ცხა­დე­ბით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და ქვე­ყა­ნა­ში მას შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და, რაც შვი­ლი მო­უკ­ლეს.

აი­თა­ჯის მა­მის ძმის თქმით, მის­მა ოჯახ­მა აი­თა­ჯის მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­ი­გო.

„ჩემი ძმა შვი­ლის ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლებს. მა­მამ არა­ფე­რი იცო­და. პო­ლო­ნეთ­ში იყო, შემ­დეგ მოს­კოვ­ში. წლე­ბია და­შო­რე­ბუ­ლია ცოლს. მამა მას ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მი­მოს­ვლა არ გვქონ­და. გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი არ ვი­ცო­დით, არ უთ­ქვამთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი ოჯახ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ. ამის შე­დეგ და­ვუ­რე­კეთ ჩემს ძმას. ბევ­რი სა­უ­ბა­რი ვერ მო­ვას­წა­რით, გა­მო­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს. ზუს­ტად ვიცი, ჩემს ძმას მკაც­რი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა მომ­ხდარ­ზე", - ამ­ბობს აი­თა­ჯის ბიძა.

ცნო­ბის­თვის, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი ქმა­რი, 27 წლის ალიმ ას­ლა­ნო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის ე, თ, და კ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის დ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დედა და ბიძა და­ა­კა­ვეს. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×