რეზონანსი
13.10.2023

პარტია „მოქალაქეებს" პარლამენტში ორი მანდატი აქვს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება" სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის.

„პარტია „მოქალაქეებს" პარლამენტში ორი მანდატი აქვს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ არა თუ გამოვრიცხავ, არამედ არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ხმებს ოპოზიციაში იპოვიან! ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული დეპუტატები არიან. როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თუ „ქართული ოცნების" ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, რომ დღე და ღამე მოლაპარაკება და ვაჭრობა მიდის.

ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია - სხვადასხვა ინტერესებით, სურვილებითა და მისწრაფებებით. „ქართულ ოცნებაში" მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან. „ქართულ ოცნებას" შეუძლია ისეთი რამის შეთავაზება, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება", - განაცხადა ელისაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×