რეზონანსი
13.10.2023

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მხარდაჭერა 85%-მდე გაიზარდა, მანამდე 75%-ზე ნაკლები იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, ამდენად, ევროკავშირის მიმართ მათი მხარდაჭერა ძალიან მარტივად იზომება.

„რაც შეეხება ზოგადად, დამოკიდებულებებსა და განწყობებს საზოგადოებაში, მთავარია, საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდეს აღქმა, რომ დასავლეთს სურს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, რისი საფუძველიც ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც კი საზოგადოებაში ჩამოყალიბდება ის აღქმა, რომ დასავლეთს სურს საქართველოში „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, მაშინვე გაიზრდება სხვაგვარი დამოკიდებულებებისა და ტენდენციების ხარისხი. ეს არის, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება კონკრეტულმა სუბიექტებმა", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×