რეზონანსი
13.10.2023

კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ყველასთვის მნიშვნელოვანია, ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით არაფერი იცვლება.

„ხაბეიშვილს რაც შეეხება, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი. ახლა, როგორც არ უნდა ისაუბრონ განსხვავებული ფორმით, ეს არის ფაქტი, რადიკალური ოპოზიციის მთავარი დონორი არის კეზერაშვილი და ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან ბუნებრივია, კეზერაშვილზე, ის თავის სისხლიან ფულს, კორუფციით ნაშოვნ ფულს აბანდებს ქართულ პოლიტიკაში, წარუმატებლად, მაგრამ ეს მაინც ასეა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ვიღაცას მოსწონს კეზერაშვილი და ვიღაცას არა, არის ცარიელი ფარსი. ისინი იღებენ დაფინანსებას კეზერაშვილისგან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×