რეზონანსი
13.10.2023

იმედი გვაქვს, აშშ- ის ელჩი „ხალხის ძალის" განცხადებებს ყურადღებით გაეცნობა და შეცდომები დაშვებული არ იქნება - სხვა შემთხვევაში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ახალმა ელჩმა „მავნე პრაქტიკა" არ უნდა გააგრძელოს.

„ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება ელჩის პოზიციები ჩამოსვლის შემდეგ. მთავარი არის ის, რომ არ გააგრძელოს მავნე პრაქტიკა, რასაც ჰქვია საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება. დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ წინა ელჩის პრაქტიკას გაეცნობა, ასევე ყურადღებით გაეცნობა „ხალხის ძალის" განცხადებებს, თუ რა გვქონდა ჩვენ პრობლემა, რადგან ამერიკასთან გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული, სხვა შემთხვევაში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×