რეზონანსი
13.10.2023

„ვინც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს არანორმალურია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია!  ნორმალურია იმიტომ, რომ ნებისმიერი, ოდნავ გონიერი და პატიოსანი ადამიანისთვის, ნათელი იყო რომ აქამდე მოვიდოდა ის თვითდესტრუქციული პროცესი, რომელიც რეალურად 2008 წელს თბილისის წაგების შემდეგ დაიწყო, 2012 წელს, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ძალიან დამძიმდა და დღეს არის აი აქ - ჯოჯოხეთში“,  - აღნიშნულია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელის თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართვაში.

"ძაღლის ყბა მქონდა გამობმული და ხან ერთთან მივრბოდი, ხან მეორესთან, ხან მესამესთან - ვყვიროდი, რომ ეს კაცი თავს იღუპავს და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი!

მე ვხვდებოდი რომ მიშას რეალობას ასცდა მთლიანად, იმ რეალობას, რომელშიც წააგო, იმიტომ რომ

თვითონ ხომ “გამარჯვებებისთვის დაიბადა?” 

რეალობაზე გაბრაზდა, რეალობას აღარ იღებდა და თავის მოგონილ რეალობაში იკეტებოდა - რომ თითქოს ის ზებუნებრივი მოვლენაა, რომ მას ყველა ეთაყვანება და ვინც მას არ ეთაყვანება, ყველა პუტინის აგენტია. 

ამ ხალხმა გიჟად, გარიგებულად, მოღალატედ და შურიანად შემრაცხა.

რას ვიზამდი? - ძალა მიშას ჰქონდა და გიჟი იყო, თუ ჯანმრთელი, მასთან დალაგება უნდოდათ, რომ პირადი გამორჩენა მიეღოთ. 

ასე მიუშვეს ბოლომდე, უძახეს ძალიან მაგარ ფორმაში ხარ - ჟანრის კანონი ითხოვს შენს გამეფებასო და ზურგის ქარი მისცეს თავის გაფარჩაკებაში.

ცხადია, რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე და არავინ სხვა, მაგრამ ყველას, აი, სულ 

ყველას დედებს გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით ამ კაცის გადარჩენაში და თქვენ ვირუსად გამომაცხადეთ. 

სულ ყველას!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×