რეზონანსი
13.10.2023

აშშ უნდა მოემზადოს შესაძლო ერთდროული ომებისთვის ჩინეთთან და რუსეთთან, გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები, ალიანსები და გააფართოოს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამა. როგორც EURACTIV-ი იუწყება, ამის შესახებ კონგრესის მიერ დანიშნული ორპარტიული კომისიის მოხსენებაში წერია.

სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ კომისიის ანგარიში ტაივანის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის და აგრეთვე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე მომზადდა.

მედიის ცნობით, მაღალჩინოსანმა, რომელიც მოხსენების მომზადებაში მონაწილეობდა, უარი განაცხადა იმის თქმაზე, ამტკიცებს თუ არა დაზვერვის ბრიფინგები ბირთვული იარაღის სფეროში რუსეთისა და ჩინეთის რაიმე თანამშრომლობას.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ. მათ შორის შესაძლოა იყოს საბოლოო კოორდინაცია, რომელიც ჩვენ 2 ომის ასეთ კონსტრუქციამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

2022 წელს აშშ-ის კონგრესმა შექმნა ჯგუფი, რომელიც 6 დემოკრატი და 6 რესპუბლიკელით დაკომპლექტდა. კომისიის მიზანი აშშ-ის საფრთხეების შეფასება იყო.

„ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეები მწვავე გახდება 2027-2035 წლებში, ამიტომაც გადაწყვეტილებების მიღება ახლაა საჭირო, რათა ხალხი მზად იყოს“, - აღნიშნულია 145-გვერდიან მოხსენებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×