რეზონანსი
13.10.2023

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ლილოს წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დღეს, 13 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 24-საათიანი ინტენსიური რეჟიმით შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც, დღეს, 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, 14 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 და IV-V კვარტლებს, სტურუას, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის, კუპრაძის, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, რუსთაველის, დავითაშვილის, ახვლედიანისა და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, სოფელ დიდ ლილოს.

ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, ვარკეთილის მეურნეობის, სადგური ლილოს, ლოჭინის მიმდებარე დასახლებებს. სოფელ გამარჯვების ნაწილს, წინუბანს, ნასაგურს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×