რეზონანსი
12.10.2023

ბოლო ჟამს, მხოლოდ ორბანისნაირები გიდგებიან გვერდში, თუ შენ როგორც არადემოკრატი ლიდერი, როგორც ავტორიტარი ისე იქცევი, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც უნგრეთის-პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, როდესაც ევროპის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი „გაუჩერებელი ვახშმისთვის" ჩამოდის, მძიმე საყურებელია.

მისივე შეფასებით, ავტორიტარიზმებს არ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამონახვა, პირიქით მუდმივად ეძებენ შეხების წერტილებს.

„იმ დღეს, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება და იმ საოცარ განცხადებებს აკეთებს, რაც დღეს მოვისმინეთ და შენთან სადღეგრძელოს სათქმელად, 3 დღე გაუჩერებელი ვახშმისთვის ჩამოდის ევროპის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს ძალიან მძიმე საყურებელია.

ავტორიტარიზმებს არ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამონახვა, პირიქით მუდმივად ეძებენ შეხების წერტილებს. ეს ერთხელ უკვე მოხდა ქართულ რეალობაში, ზუსტად იგივე მეორდება, რაც ხდებოდა 2012 წლის არჩევნების წინ. არჩევნებამდე 4 დღით ადრე ჩამოვიდა და სააკაშვილთან ერთად საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ამომრჩევლებს ეუბნებოდა - „წარსულ არ მისცეთ ხმა, რუსეთს არ დაუჭიროთ მხარი".

ბოლო ჟამს, მხოლოდ ორბანისნაირები გიდგებიან გვერდში, თუ შენ როგორც არადემოკრატი ლიდერი, როგორც ავტორიტარი ისე იქცევი. ეს სააკაშვილმა საკუთარ თავზე მწარედ იწვნია", - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ურთიერთობის იმ ფონზე ისაუბრა, რაც საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს.

„ელჩი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და მხოლოდ მასზეც რომ ყოფილიყო შეტევები, ეს უკვე საკმარისი საფუძველია იმისთვის, გვეთქვა, რომ იყო აღვირახსნილი კამპანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ. მასშტაბური კამპანია იყო სენატორი რიშის, შაჰინის წინააღმდეგ. ისინი არ არიან პატარა გოგო-ბიჭები, რომ არ აღიქმებოდეს, როგორც ამერიკის სახელმწიფოზე შეტევა. შეტევები იყო ყველა კონგრესმენზე, რომელიც საქართველოს შესახებ საუბრობდა. მაღალი რანგის პოლიტიკოსზე და თანამდებობის პირები, რომლებიც საქართველოს შესახებ საუბრობდნენ, მოხვდნენ იმ ცეცხლის ქვეშ, რომელიც ხელისუფლებას აქვს გახსნილი ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×