რეზონანსი
12.10.2023

როგორც ქართულ ფილმში ქვევრიდან ვერ გამოდის ხელოსანი, რადგან ყელის ზომა ვერ გაითვალისწინა, ასე ვეღარ გამოდის ციხიდან სააკაშვილი იმიტომ, რომ რეალობა არ გაითვალისწინა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას გამოეხმაურა.

„ამის მერე ხან აშიმშილებენ, რომ იქნებ გამხდარი გამოიყვანონ და არ უშველა, მერე ნაწილ-ნაწილ გამოყვანა უთხრეს და ამანაც ვერ უშველა. ვერც ამხედრებულმა ხაბეიშვილმა დაიხსნა შტურმით და ახლა ესღა დარჩათ, რომ სპირიტიზმით დაკავდნენ - სხეული დატოვეს „ვივამედში", ოთახი მავზოლეუმი გახსნეს. ამ ოთახ-მავზოლეუმში ბევრი ხალხი ივლის და მერე „ვივამედში" არსებული სააკაშვილი იეჭვიანებს და დაგმობს მავზოლეუმში მყოფ სააკაშვილს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.,

„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×