რეზონანსი
12.10.2023

ჰოლოკოსტი მონაგონია, - ასე იხსენებს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე, ტატა კლონინა, რომელიც ომის დაწყების დროს ქალაქ ნეთანიაში იმყოფებოდა.

„ასეთი სისასტიკე არ არსებობს. დახოცეს უამრავი ძალოვანი პიროვნება, ტანსაცმელები მოიპარეს, გადაიცვეს, კარზე აკაკუნებდნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციიდან იყვნენ. შედიოდნენ სახლებში და ხალხს ასე ხოცავდნენ. ორსულებს მუცლები მოაჭრეს, ემბრიონები ამიყვანეს და ჭიპლარებით კარზე მოაბეს", - იხსენებს ტატა კლონინა.

„ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო

წყარო: „იმედი ტვ"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×