რეზონანსი
12.10.2023

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და ისინი ოფიციალურად არ მუშაობენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა, მასაც შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება.

„რაც შეეხება სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას. ეს არის სოციალურად დაუცველების კატეგორია, კონკრეტული ქულის მიხედვით. გეთანხმებით, რომ ეტაპობრივად, შიგნით, პროგრამაში რაღაც უნდა დაიხვეწოს. ნებისმიერ ქვეყანას, სოციალური პოლიტიკა იმგვარი აქვს, რომ შრომისუნარიანი ხალხი გადაიყვანოს დასაქმებაში.

ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს ჩვენ, დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამ დროს, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან, მაგრამ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი.

გარდამავალი პერიოდია, ისევ სოციალურად დაუცველებს და ოჯახებს ხმარდებათ ეს საქმე. რომელიღაც სასაფლაოს მოვლას არ სჭირდება 8 საათი, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით 300 ლარს კი არა, 1500 ლარს აიღებს. ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა და ხელფასი 1500 ლარი აქვს, მასაც შეუნარჩუნდა დახმარება. გასაუმჯობესებელია პროგრამა? შეიძლება. რაღაცები შესამცირებელია?  შეიძლება“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×