რეზონანსი
12.10.2023

გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში 26 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ამის შესახებ BBC წერს.

მათივე განცხადებით, 2014 წლის 50-დღიანი ესკალაციის შემდეგ, ეს იძულებით გადაადგილებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელია და როგორც მოსალოდნელია, დევნილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ღაზის სექტორში დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ადგილია.

„ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×