რეზონანსი
12.10.2023

უნგრეთში ვთქვი და აქაც მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს, უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და უნგრეთს ტრადიციული ღირებულებების ერთგულება აერთიანებთ.

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაში და ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის, რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×