რეზონანსი
12.10.2023

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ღაზის ბლოკადა არ დასრულდება, ვიდრე ისრაელელი მძევლები არ გათავისუფლდებიან.

„არც ელექტროენერგია ჩაირთვება, არც წყლის ჰიდრანტი გაიხსენა და არც საწვავის სატვირთო მანქანები შევა, სანამ გატაცებულები სახლში არ დაბრუნდებიან", - აღნიშნა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ 9 სექტემბერს განაცხადა:

„მე გავეცი ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება. არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×