რეზონანსი
12.10.2023

ირანის პრეზიდენტი ისრაელს ღაზას სექტორზე დარტყმების გამო გენოციდში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ღაზას ბლოკირება ყველა საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს.

ირანი „ჰამასის" ერთ-ერთი მთავარი ფინანსური სპონსორია. ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა „ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმაში არ მონაწილეობდა, თუმცა დასძინა, რომ „ხელზე ემთხვევა მათ, ვინც თავდასხმა დაგეგმა".

„ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×