რეზონანსი
12.10.2023

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი „ჰამასის" ამ თავდასხმას, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამასი" ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ბევრს მუშაობს „ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის - ისრაელთან მჭიდრო კოორდინაციითა და საჭირო კონფიდენციალურობით", - დასძინა შოლცმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×