რეზონანსი
12.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ღაზას სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია ჰამასის საზღვაო ძალების ერთ-ერთი მეთაური მუჰამედ აბუ შამალა და განადგურებულია მისი სახლიც.

„აბუ შამალას სახლი გამოიყენებოდა საზღვაო იარაღის შესანახად, რომელიც განკუთვნილი იყო ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ოპერაციებში გამოსაყენებლად", აცხადებს ისრაელის არმია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა ასევე მოკლეს მუსტაფა შაჰინი, ჰამასის ოფიცერი, რომელმაც გადაიღო და გაავრცელა ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა სამხრეთ ისრაელზე, შაბათს.

„ჩვენ ვიღებთ ვიდეოებს ინტერნეტიდან და ვაიდენტიფიცირებთ მათ სახის ამომცნობი საშუალებით", - ამბობს ჰაგარი.

ღამით, IDF-მა ჰამასის ათეულობით ობიექტს დაარტყა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×