რეზონანსი
12.10.2023

უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა მედიასთან.

სოზარ სუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.

„ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია ორბანი, ადამიანი, რომელიც ძალიან სწორად აფასებს, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავის დროზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური კავშირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება, რადგან ორ ქვეყანას შორის კავშირი არ შეიძლება განყენებულად აღვიქვათ. ეს არის კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისთვის. ეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×