რეზონანსი
12.10.2023

ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, „ცახალი" ადასტურებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ჰამასის" ტერორისტებმა ბავშვები მოკლეს და თავები მოკვეთეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვების მკვლელობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია სამართალდამცველებმა მოიპოვეს, რომლებიც კიბუც ბეერიში იმყოფებოდნენ.

„ვაღიარებ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმისთვის რომ გაგვეაზრებინა და დაგვედასტურებინა ეს ცნობები. რთული დასაჯერებელი იყო, რომ „ჰამასს" ასეთი ბარბაროსობის გაკეთება შეეძლო. ახლა დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჰამასმა" ეს მართლა ჩაიდინა. ყველგან დასახიჩრებული ცხედრები იყო", - განაცხადა კონრიკუსმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბუცებში, რომლებსაც თავს „ჰამასი" დაესხა ქალებისა და ბავშვების დასახიჩრებული ცხედრები აღმოაჩინეს. ზოგს თავები ჰქონდათ მოკვეთილი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×