რეზონანსი
11.10.2023

მოძალადე ქმარმა სასამართლო დარბაზში 14 წლის გოგონას მკვლელობა აღიარა, თუმცა ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ეს განზრახ არ მომხდარა. 27 წლის კაცმა ცოლს "ვალტერის" ტიპის პისტოლეტით 3 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იგი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ რეგისტრირებული იარაღი პნევმატური ეგონა და მისი საშუალებით მსხვერპლის შეშინებას ცდილობდა. 

„არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას, ვნანობ, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა. მეგონა, პნევმატური იყო და  მხოლოდ ხმას გამოსცემდა. როდესაც სისხლი დავინახე შემეშინდა და გავიქეცი. იარაღის ხმარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია. არ ვიცოდი, რომ მოვკალი, ეს დაკავების დღეს მამაჩემისგან გავიგე. ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე. 

არც ის ვიცოდი არასრულწლოვანი თუ იყო. დედამისი მეუბნებოდა, რომ 18 წლის იყო", - თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×