რეზონანსი
11.10.2023

ერთადერთი რაც არის გასათვალისწინებელი, ის ელემენტარული ინსტრუქციებია რომელსაც ისრაელის არმიის ზურგის სამსახური იძლევა. ამას თუ შევასრულებთ მაშინ უსაფრთხოდ ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, 7 ოქტომბრიდან საელჩო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

„არზილაის კლინიკაში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან, სადაც ახლა საბრძოლო ვითარებაა, ყველაზე დიდი დაწოლაა დღეს მთელი ისრაელის მასშტაბით. აქ ჩვენი არნახული ქართველი ექიმები მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი გუშინწინ ჩამოვიდა სპეციალურად, რომ დაეხმაროს და გვერდში ამოუდგეს თავის კოლეგებს აქ, დაბრუნდა საქართველოდან.

15 ათასზე მეტი ადამიანი რეგისტრირებულია, მაგრამ გვყავს ორმაგი მოქალაქეები და არიან ადამიანები, რომლებიც არსად არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ სჭირდებათ დახმარება. გასამგზავრებელ დოკუმენტებზე გვაქვს ძალიან დიდი მოწოლა, რასაც ძალიან მცირე დროში და უფასოდ ვაკეთებთ. თავისუფლდებიან ისინი ყოველგვარი საკონსულო მოსაკრებლისგან. ბევრი გამგზავრების მსურველია და მათ შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს. უფროსი შეიძლება გაჩერდეს რაღაც პერიოდი ამ გარემოში, მაგრამ პატარა ბავშვს ვერ აუხსნი, რომ როდესაც გაქვს საჰაერო განგაში აქ ყველაფერი კარგად იქნება და ამიტომ მშობლები ცდილობენ, რომ პატარა ბავშვებთან ერთად გავიდნენ", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×