რეზონანსი
11.10.2023

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები ძალიან კარგად არის დაგეგმილი.

როგორც იციკ მოშემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, „ჰამასმა" ქვეყანაში ბარბაროსული აქტები ჩაატარა.

„1947 წელს, როდესაც არაბული და ებრაული ნაწილის დაყოფა იყო, ამის შემდეგ არაბები თანახმა არ იყვნენ და ომი ისრაელის წინააღმდეგ გახსნეს, მაგრამ ომი არ არის საგარანტიო ფურცელი, ომი ჩატარდა და ისრაელმა ისევ დაიბრუნა სხვა ტერიტორიები. ისრაელი იბრუნებს თავის ტერიტორიებს და ოკუპაციას არ ახდენს, ვინაიდან, ეს არის ისრაელის მიწა-წყალი. ისრაელი მისი მხრიდან ყოველთვის სთავაზობს მის მეზობლებს, რომ ერთობლივად მშვიდობით ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. ისრაელს შეუძლია მის მეზობლებს დაეხმაროს და მათ დღემდე 5-ჯერ თქვეს უარი ამ ყველაფერზე. დღეს ისრაელი არის ძალიან ძლიერი ქვეყანა ყველა სფეროში.

2005 წელს ისრაელი გამოვიდა ღაზას სექტორიდან, ისინი დარჩნენ თავიანთ მწვანე ხაზებში და ჩვენ გვეგონა, რომ ისინი შექმნიდნენ თავიანთ სახელმწიფოს. ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს მოსახლეობის 56%-მა აირჩია ტერორისტული მთავრობა - „ჰამასი". რაც ხუთი დღის წინ მოხდა, ეს პოტენციურად შეუძლიათ ყოველდღე გააკეთონ ისრაელში და მსოფლიოს ყველა ადგილზე, ვინაიდან, ასეთი ტერორისტული ორგანიზაციებს აქვთ ლეგიტიმაცია იარსებონ, ფული მიიღონ, იმ შემთხვევაში თუ არის ომი. ისინი არიან მშვიდობის წინააღმდეგ. ჩვენ ემირატებთან დავამყარეთ მშვიდობა, საუდის არაბეთთან მოლაპარაკება იყო და ამ დროს ეს დაიწყო. ისრაელი არის ერთადერთი დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში.

ზოგადად ეს არ არის ტერორისტული აქტები, რომლებიც დაიგეგმა ერთი კვირის წინ, ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი, ისევ ირანის დახმარებით. ისინი შემოვიდნენ ქვეყანაში და ბარბაროსული აქტები ჩაატარეს.

მათ მოუნდებათ მძევლები ტერორისტებში გაცვალონ, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. მათ იციან, რომ ისრაელი ზრუნავს ყოველ ჯარისკაცზე და ტყვეზე, რომელიც მეორე მხარეს არის და ისინი ამათ იყენებენ ფარად, როგორც მათ გამოიყენეს 2 მილიონი არაბი, რომელიც ღაზას სექტორში ცხოვრობს.

როდესაც საუბარი არის კანონებზე, ეს არის როგორც ტანგო, ორივე მხარემ უნდა დაიცვას კანონი. მე მჯერა, რომ არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რომელიც მზად იქნება, რომ წელიწადში ერთხელ მიიღოს თავზე 1000 რაკეტა და რეაქცია არ ჰქონდეს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ორმაგი სტანდარტი არ უნდა ჰქონდეთ.

მიზანი არის, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. „ჰამასის" განადგურება, ეს არის მხოლოდ საშუალება, იმიტომ, რომ მიზანი არ არის, რომელიმე ადამიანის განადგურება, ეს არის მხოლოდ საშუალება იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს", - განაცხადა იციკ მოშემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×