რეზონანსი
11.10.2023

ატლანტის ოკეანის ფსკერიდან ბატისკაფ „ტიტანის" ნამსხვრევები და ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ცხედრების ნარჩენები ამოიტანეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ანალიზისთვის აშშ-ის ერთ-ერთ პორტში გადაიტანეს. „ტიტანი" ჩაძირულ „ტიტანიკთან" ექსპედიციაში 18 ივნისს წავიდა. ბატისკაფთან კავშირი 2 საათში გაწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ სპეციალისტებმა „ტიტანის" პირველი ნამტვრევები და გარდაცვლილთა ცხედრების ნაწილები იპოვეს. „ტიტანის" ბორტზე იმყოფებოდნენ: კომპანია OceanGate-ის დირექტორი სტოკტონ რაში, წყალქვეშა აპარატის პილოტი პოლ-ანრი ნარჟეოლე, ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, ბიზნესმენი შაჰზად დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×