რეზონანსი
11.10.2023

ვართ მჭიდრო კონტაქტზე ისრაელის ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ყველაფერი ქვეყნის დასაცავად და „ჰამასის" აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს მინისტერიალი იმართება.

„ამერიკის შეერთებული შტატები დგას მყარად ისრაელის გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვართ მჭიდრო კონტაქტზე ისრაელის ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ყველაფერი ქვეყნის დასაცავად და „ჰამასის" აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ აშშ ისრაელის გვერდითაა. აქ ვართ იმის გამო, რომ დავადასტუროთ კიდევ ერთხელ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა დღეს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს არის უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის. რამშტაინის ფორმატი ქმნის ერთიანობის ისტორიას. დღეს ვიმსჯელეთ თუ რა გავაკეთოთ მეტი და უფრო მეტად როგორ დავეხმაროთ უკრაინის მამაც მცველებს", - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×