რეზონანსი
11.10.2023

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა. შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. წელს კომპანიამ  ასზე მეტი  თანამშრომელი დააჯილდოვა. 

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები, სიგელები და სხვა საჩუქრები საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალების ხელმძღვანელებმა გადასცეს. საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება   განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელების დაჯოლდოება და პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოს რკინიგზის მრავალწლიანი ტრადიციაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×