რეზონანსი
11.10.2023

ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას, თუმცა ზოგიერთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმებს არღვევს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯოზეფ ბორელი პალესტინისთვის დახმარების საკითხსაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარების პროგრამა პალესტინისთვის აუცილებლად გაგრძელდება.

„ბარბაროსულმა თავდასხმამ ისრაელზე, რომელსაც კოლოსალური მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან რეაქცია გამოიწვია. მას ასევე მოჰყვა ადამიანების ტანჯვა. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ყველაფერი, ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა ხდებოდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ღაზის სექტორში მსხვერპლი იზრდება.

ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ეს საერთაშორისო ნორმების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება პალესტინას, პალესტინის ადმინისტრაცია ჩვენი პარტნიორია, ჩვენ არ გვაქვს კავშირი „ჰამასთან“. დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ პალესტინის ავტონომიასთან, პალესტინელი ხალხი ტერორისტი არ არის. ამ სახით პალესტინელების კოლექტიური დასჯა უსამართლობაა და ასევე ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს, ისე მსოფლიო ინტერესებს.

რაც შეეხება პალესტინასთან თანამშრომლობას, გაერთიანების უმეტესობა, ორი-სამი წევრის გამოკლებით, მიიჩნევს, რომ ავტონომიასთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, ისევე, როგორც უნდა გაგრძელდეს ფინანსური დახმარება, რომელიც პალესტინას განვითარებისთვის გადაეცემა“, - განაცხადა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×