რეზონანსი
11.10.2023

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მისი თქმით, უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მხარდაჭერის მოთხოვნას.

„უნგრეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა განვითარდა, რაც მნიშვნელოვანია არა ,მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, არამედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მიაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წევრობისთვის უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები. უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მხარდაჭერის მოთხოვნას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×