რეზონანსი
11.10.2023

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან თითქმის ოთხი დღის შემდეგ, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია. ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, ხოლო 4600-მდე ადამიანი დაჭრილია.

თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2100-მდე გაიზარდა.

ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა 200-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს არის მესამე კონტრშეტევა ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×