რეზონანსი
10.10.2023

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმას ბოროტების აქტი უწოდა.

ჯო ბაიდენის თქმით, მოვლენები ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისასტიკეს მოგვაგონებს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის გმობს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას, რომელთა შორის 14 ამერიკელია.

„ჰამასი" არ იცავს პალესტინელ ხალხს. ისინი მათ ფარად იყენებენ. სამწუხაროდ ებრაელი ხალხისთვის, ეს ახალი არ არის. გასული საუკუნის ანტისემიტიზმის მტკივნეული მოგონებები ზედაპირზე ამოვიდა. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ისრაელს ექნება ის, რაც სჭირდება თავდასხმაზე რეაგირებისთვის", - ამბობს ბაიდენი. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×