რეზონანსი
10.10.2023

თუ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამას ამ ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ ექნება, კანდიდატის სტატუსითაც და მის გარეშეც „ქართული ოცნების" პირობებში საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება , - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა. საბა ბუაძის თქმით, უამრავი ქვეყანაა, რომელსაც წლებია აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა ევროკავშირის მიმართულებით, ამიტომ საქართველოს მთავარი ამოცანა რეფორმების გატარებაა და არა კანდიდატის სტატუსი. „ბოლო ნაბიჯი იქნება კანდიდატის სტატუსის ამ ხელისუფლების პირობებში იმიტომ, რომ რუსეთის და ამ ხელისუფლების ინტერესი არაა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს, დასავლურ სამყაროს და მოწყდეს რუსულ სამყაროს, რომელიც ბევრ რამეს განასახიერებს ამ ქვეყანაში. მე აბსოლუტურად თამამად ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნაცვლად ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს. პუტინის ინტერესებშია, რომ საქართველო იყოს ჩამორჩენილი, ჰიბრიდული სახელმწიფო, სადაც არც დემოკრატიაა, არც განვითარებაზე არანაირი სწორება არაა და რუსეთის უკანა ეზოდ მოიაზრებენ ამ ქვეყანას. კანდიდატის სტატუსი ხომ არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა? უამრავი ქვეყანაა, რომელსაც წლებია აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა ევროკავშირის მიმართულებით, ამიტომ კანდიდატის სტატუსი კი არ არის ევროკავშირთან დაახლოების წინაპირობა, მთავარი წინაპირობა არის რეფორმები, რომელსაც ეს ხელისუფლება არ ახორციელებს. რაც სულ ბოლოს დაადასტურა ვენეციის კომისიამაც. კანდიდატის სტატუსი, კანდიდატის სტატუსისთვის არ გვჭირდება, მთავარი, რაც ევროკავშირთან დაახლოებას განაპირობებს არის რეფორმები. ბორელი იყო ჩამოსული და გვითხრა, ამ კლუბის წევრობა როცა გინდა, შესაბამისი წესებით უნდა იმოქმედო და გააკეთო ის, რაც ამ კლუბის სამოქმედო გეგმაში შედისო. ამას არ აკეთებს ხელისუფლება და ეს ბევრი მიმართულებით დადასტურდა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×